ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ტრადიციულ ღირებულებებზე ისაუბრა, ასევე “ოჯახის სიწმინდეზე” რომელიც ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს შეიცავდა. პრემეირმა გამოსვლაში ახსენა “ლგბტ პროპაგანდა” და განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერენ “უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალონ ფასეულობები. საკმაოდ ვრცელ გამოსვლაში ღარიბაშვილმა თქვა რომ მთავრობა იცავს უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვისაც “ოჯახი – ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა – ქალია, მამა კი – კაცი.
პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი შეაქო და ის მებრძოლ ქრისტიან ლიდერად მოიხსენია.
საქართველოს პრემიერმა ქება ორბანისგანაც მოისმინა.
“შეგვიძლია, ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები,” – განაცხად უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა და თქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია.