“კვლევები ადასტურებს, რომ ხალხის არჩევანი დემოკრატიული ღირებულებები და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა” | 03.04.2023

უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში გამართული შეხვედრები შეაჯამა. ჯეიმს აპატურაიმ კიდევე ერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რჩება ერთგული ღია კარის პოლიტიკის. აპატურაიმ პოლიტიკური პოლარიზაციის გამო შეშფოთება გამოთქვა და  რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა:  აპატურაის თბილისში ვიზიტისას, ძირითადი აქცენტი გაკეთდება NATO-ს პროგრამაზე, სახელწოდებით “მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის”, რომელიც  სპეციალური მექანიზმია ალიანსისა  და მისი პარტნიორი ქვეყნების დიალოგისთვის.