დაკავება დაავადებული ცხენის ხორცით დამზადებული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე | 03.05.2023

დაავადებული ცხენის ხორცით დამზადებული პროდუქციის რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტებზე ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში სამი პირი მისცა.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული  ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ, დაავადებულ ცხენის ხორცს, რომელსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით ამუშავებდა და ინახავდა  თბილისში მდებარე ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე.

უწყების ცნობით, სავაჭრო ობიექტებიდან და ბრალდებულთა ფაქტობრივი საქმიანობის ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით ცხენის ხორცი. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.