აქცია ორბელიანის სასახლესთან ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით | 03.05.2023

მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარმიას გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათი თქმით,   მედიამენეჯერის პატიმრობა  საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციასა და დემოკრატიულ განვითარებას.

აქციას, რომელიც პრესის დამოუკიდებლობის დღეს გაიმართა, ასევე შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსთა ნაწილი.

დღეს, თბილისში ვიზიტად მყოფი ბუნდესტაგის “თავისუფალ დემოკრატთა პარტიის” წევრი თომას ჰაკერი  “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორთან,  ნიკა გვარამიასთან არ შეუშვა. რის შემდეგაც,   თომას ჰაკერი  პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან “ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის” მიერ გამართულ აქციას შეუერთდა.