დასანქცირდეს რუსი კალაძე- „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მერიასთან | 02.05.2023

“დასანქცირდეს რუსი კალაძე” – ამ სლოგანით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა   თბილისის მერიასთან თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ აქცია გამართეს. მათი თქმით, ბოლო დროის განმავლობაში კალაძე  ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს, რაც ქვეყნის დემოკრატიას ძირს უთხრის. მათივე განმარტებით, აპირებენ  კალაძის მიერ გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებების შესახებ ინფორმაცია მიაწვდინონ საერთაშორისო პარტნიორებს.