აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მშობლებს, ქვეყნის პრემერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ისევ უპასუხოდ ტოვებს. დღეს, ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილს მშობლების მოთხოვნაზე განცხადება არ გაუკეთებია. სხდომის პარალელურად, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავსვების მშობლებმა, დაავედების სამკურნალო მედიკამენტ „ვოზორიდიტის“ საქართველოში შემოტანისა და დაფინანსების მოთხოვნით, აქცია კანცელარიასთან კვლავ გამართეს. ამბოებენ, პროსტეს მანამდე არ შეწყევტენ, სანამ, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მშობლების თქმით, ახლა, მათი შვილებისთვის, ყოველი წუთი გადამწვეტია და ლოდინის დრო არ აქვთ.
კანცელარიასთან შეკრებილმა მშობლებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას მიმართეს და მოუწოდეს, ადგილზე მივიდეს და პირადად შეხვდეს მათ.
პრემიერ-მინიეტრის ნაცვლად, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა უპასუხა. მინისტრი მშობლებს მოუწოდებს, პროცესები. სამინისტროში, სამუშაო მაგიდასთან გაგრძელდეს. აზარაშვილის თქმით, ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე, ძალიან რთულია, რომ მოლაპარაკების პროცესი გაგრძელდეს.
წელიწადზე მეტია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ქვეყანაში შვილებისთვის საჭირო მედიკამენტის შემოტანას ითხოვენ. ერთ კვირაზე მეტია ისინი კანცელარიასთან ღამეებს ათევენ და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. ამასთან, 24 აპრილის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ წამლის დაფინანსების პრობლემა ქვეყანაში არ დგას, თუმცა მთავრობას ამ პრეპარატის შემოსატანად დამატებითი სამედიცინო მტკიცებულებები სჭირდება.