საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა – ეს ის მთავარი საკითხებია, რომელზეც დეპუტატებმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამართულ დებატებზე ისაუბრეს. 27 აპრილს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე დებატების გამართვის ინიციატივით კონსერვატიული პარტიის წევრი ადამ ჰოლოეი გამოვიდა. დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობით პალატაში, ისმოდა განცხადებები მოსამართლეების დასანქცირებაზეც და საქართველოს ხელისუფლების რუსულ კავშირებზეც. ევროდეპუტატმა და კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა, ადამ ჰოლოვეიმ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ქვეყანას პროპუტინისტური რეჟიმი მართვას, მისი შეფასებით ეს ქმნის საფრთხეს, რომ “საქართველო რუსეთის მარიონეტი გახდება”.