29 აპრილს, აქრონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მსვლელობა გაიმართება | 27.04.2023

29 აპრილს, აქრონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად მთავრობის ადმინისტრაციიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა გაიმართება. მანამდე,   მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა კიდევ ერთი ღამე გაათენეს. ისინი  არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას, სანამ ქვეყანაში მედიკამენტ “ვოზორიდიტის” შემოტანა და დაფინანსება არ დაიწყება.