ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში 4-5 მაისს დაგეგმილი კონსერვატიული კონფერენციის სპიკერებს შორისაა | 27.04.2023

ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთში, 4-5 მაისს დაგეგმილი  კონსერვატიული კონფერენციის სპიკერებს შორისაა. პრემიერის უნგრეთში ვიზიტთან დაკავშირებით, უნგრეთის ელჩმა საქართველოში,  მედიასთან, ანა მარია შიკომ ისაუბრა, ელჩის თქმით,  პრემიერ ღარიბაშვილს კონსერვატიული კონფერენციის ორგანიზატორებმა გაუგზავნეს მიწვევა, რადგან ესაა პოლიტიკური შეხედულებების ფართო პლატფორმა და ასვეე,  საქართველოსა და უნგრეთს აქვთ საერთო ტრადიციული ღირებულებები.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციაზე, რომელზეც ღარიბაშვილი  სპიკერად მიიწვიეს, ამერიკის მემარჯვენე ფრთასა და ვიქტორ ორბანის მთავრობას შორის  კავშირებზე უნდა იმსჯელონ.  CPAC-უნგრეთის ვებ-გვედის თანახმად, წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ჩვენ ძლიერები ვართ“. ოპოზიციას უჩნდება კითხვა,  რა მიზნით ჩადის ღარიბაშვილი უნგრეთში და ხომარ ეძებს პრემიერი, ანტიდასავლელ პარტნიორებს ევროპაში.