რაზე ისაუბრეს ლევან იოსელიანმა და ანდრეი კასიანოვმა | 26.04.2023

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს, ანდრიი კასიანოვს შეხვდა. ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით,  შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგის პროცესს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.  კასიანოვმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.