ლევან ხაბეიშვილისგან თანაპარტიელები გინების დამადასტურებელი მტკიცებულების გასაჯაროებას ითხოვენ | 26.04.2023

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება. მას შემდეგ, რაც პარტიის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშივლი რეპრესიებში დაადანაშაულეს, საპასუხოდ ხაბეიშივლმა აჭარის ორგანიზაციის წევრები  პარტიის გინებაში დაადანაშულა და ამით ახსნა ბათუმის საკრებულოს  სიიდან მისი წინამორბედის, ნიკა მელიას, მხარდამჭერების ამოღება. ამ განცხადების გამო პარტიის წევრებმა ლევან ხაბეიშივლს  მატყუარა უწოდეს და გინების დამადასტურებელი მტკიცებულების გასაჯაროვება მოითხოვეს. მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ცრუ თავმჯდომარე შერჩათ ხელთ.

ახალი დაპირისპირება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მას შმედგე დაიწყო, რაც პარტიის ახალმა თავმჯდომარემ  ბათუმის საკრებულოში ნიკა მელიას მხარდამჭერები – ლევან გორგილაძე, როინ დვალი, ელიზა ეფაძე და შორენა აბაშიძე ამოიღო.