“ვითხოვთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს” – ამ მოთხოვნით, თბილისში აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დედების აქცია გრძელდება. მშობლებმა და მათმა მხარდამჭერებმა კანელარიიდან პარლამენტისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნა, შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლის, „ვოსორიდიტის“ ქვეყანაში შემოტანაა. აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით, კანცელარიასთან, ღამეს უკვე ერთი კვირაა ათევენ, თუმცა, პრემიერი მათთან შეხვედრას არ თანხმდება.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერრად, აქციაზე მივიდნნე, ოპოზიციონერი პოლიიტიკოსები, საზოგადოებასტვის ცნობილი ადმაიანები და რიგითი მოქალქქეები.