აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა. შეხევდრა ათონელის რეზიდენციაში შედგა. პრეზიდენტთან კომუნიკაციით, მშობლები კმაყოფილები არიან, ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა, მათ მედიკამენტის უსაფრთხოება დაუდასტურა და, იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტში, საკმარისი თანხა მოიპოვება, პროცედურულ საკითხებში დახმარებას დაჰპირდა.
ცნობისთვის, პრეზდიენტთან შეხვედრა, მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც დღეს, 25 აპრილს, აქციის მონაწილე მშობლებმა დააანონსეს, რომ მათი პროტესტი პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლებდა იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის მიეწვდინათ ხმა, რათა ქვეყნის პირველ პირს მათთვის სოლიდარობა გამოეხატა.