გახარიას პარტია ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს | 24.04.2023

პარტია „საქართველოსთვის“  ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.  ამის შესახებ, ოპოზიციური პარტიის წევრებმა  პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. ინიციატორების განცხადებით, ამ კომისიის მთავარი ამოცანა იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გამოძიების დახმარება. პარტია „საქართველოსთვის“ როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვა პარტიების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ინიციატივას მხარს უჭერს “ნაციონალური მოძრაობა” და სტრატეგია აღმაშენებელი. “ქართული ოცნება” კი   საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ეთანხმება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საერთაშორისო გამოძიების პარალელურად, საგამოძიებო კომისიის შექმნა აზრს მოკლებულია.