“გადადგეს კლანი”!- აქცია უსტიციის უმაღლეს საბჭოსთან “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით | 21.04.2023

“გადადგეს კლანი!” – ამ მოთხოვნით  იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით  აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მთავარი ვალდებულებაა, რომ გადააყენოს სანქცირებული მოსამართლეები.

აქციის მონაწილეებს აქციაზე  მიტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „თავისუფლება სანქცირებული სასამართლოს პოლიტპატიმრებს”, „სასამართლო კლანის გარეშე”, „გვართმევენ ევროპულ მომავალს!”, „კლანი ევროპას გვაშორებს”, „არა, სასამართლოს რუსულ კლანს”.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრების შეფასებით,  თუ „სასამართლო კლანი“ მმართველობაში დარჩება საქართველოს ევროპული მომავალიც დასრულდება.