“გადადგეს კლანი!” – ამ მოთხოვნით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მთავარი ვალდებულებაა, რომ გადააყენოს სანქცირებული მოსამართლეები.
აქციის მონაწილეებს აქციაზე მიტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „თავისუფლება სანქცირებული სასამართლოს პოლიტპატიმრებს”, „სასამართლო კლანის გარეშე”, „გვართმევენ ევროპულ მომავალს!”, „კლანი ევროპას გვაშორებს”, „არა, სასამართლოს რუსულ კლანს”.
„ნაციონალური მოძრაობის” წევრების შეფასებით, თუ „სასამართლო კლანი“ მმართველობაში დარჩება საქართველოს ევროპული მომავალიც დასრულდება.