დღეიდან წერეთლის გამზირი და დიდუბის ხიდი ნაწილობრივ ჩაიკეტა.მერიამ გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო | 20.04.2023

დღეიდან წერეთლის გამზირი და დიდუბის ხიდი ნაწილობრივ ჩაიკეტა.მერიამ გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, რაც მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების სრულად შეცვლას, გარე განათების ბოძების განახლებას, საჰაერო სადენების მიწისქვეშ განთავსებას, მიწისქვეშა ურნების დამონტაჟებას და გამწვანებული თარგების შექმნას გულისხმობს.

რეაბილიტაციაში მერიის მიერ დაქირავებული რამდენიმე კომპანიის გარდა ის პროვაიდერი კომპანიებიც არიან ჩართული, ვის  საკუთრებაში არსებული ქსელების სრულად შეცვლა და განახლება უნდა მოხდეს.

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 24-საათიან რეჟიმში წარიმართება და ის 2024 წლის იანვარში დასრულდება. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია კი 2023 წლის ოქტომბერში.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცა 28 მილიონი ლარი ჯდება, ხიდის რეაბილიტაცია კი 4 მილიონი ლარი.