„ოცნების“ სოლიდარობა მოსამართლეებს და მეორედ ჩაგდებული კენჭისყრა საგამოძიოებო კომისიაზე | 19.04.2023

“ქართულმა ოცნებამ” მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მოსამართლეეებს და საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი გუშინდელის მსგავსად დღესაც ჩააგდო. კვორუმისთვის საჭირო  76 დეპუტატის რეგისტრაცია იყო, თუმცა რეგისტრაცია   პარლამენტის  მხოლოდ 52-მა წევრმა გაიარა. შესაბამისად სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა კვროუმის არარსებობის გამო  ვერც დღეს  შედგა. მმართველმა გუნდმა ოპოზიციის ინიციატივას ბოიკოტი გამოუცხადა. ქართული ოცნების გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მხრიდან ხმაური და პროტესტი მოჰყვა.

კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა გუშინდელ პელნარულ სხდომაზეც ვერ შედგა.   რეგისტრაცია  პარლამენტის 51-მა წევრმა გაიარა. სხდომაზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მიიღეს გადაწყვეტილება, მოსამართლეების სოლიდარობის გამო არ გაიარონ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ოპოზიციის წარმომადგენლების მოთხოვნაა, კომისიამ სასამართლო სფეროში კორუფციის და ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხრიდან მოსამართლეებზე ზემოქმედების შესაძლო შემთხვევები გამოიძიოს. საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ გააქტიურდა.