მედიკოსები კოვიდ 19-ის ახალ შტამზე Arcturusზე საუბრობენ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, Covid 19-ის ახალ შტამს სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, თვალებიდან გამონადენი, შეწითლება და ქავილი ახასიათებს, თუმცა, ვირუსის მიმდინაროება განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩევა. ოფიციალური მონაცემებით, ვირუსი Arcturus-ი საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით კი, Covid 19-ის ახალი შტამი 29 ქვეყანაში დადასტურდა. ეპიდვითარებას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავაც აფასებს. როგორც ის განმარტავს, ქვეყანაში „ომიკრონის“ სხვადასხვა ქვეშტამი ცირკულირებს, რომლის მიმდინარეობაც მსუბუქია.