„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა პარტიული დაპირისპირება გრძელდება | 18.04.2023

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა პარტიული დაპირისპირება   გრძელდება.   პარტიის თავმჯდომარე,  ლევან ხაბეიშვილი, უარყოფს გავრცელებულ ინფორამციას, რომ  დავით კეზერაშვილი,   მის   შემცვლელს ეძებს და ამის ერთ-ერთი მიზეზი, უცხო ენის არცოდნაა.  ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარტიაში ცალ-ცალკე გუნდები არ არსებობს და თუ კი ვინმეს ცალკე გუნდის წევრობა სურს, მას შეუძლია პოლიტიკური პარტია შექმნას.

“ნაციონალურ მოძრაობაში” სიტუაცია მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ყოფილმა თავმჯდომარემ თანამოაზრეებთან ერთად ახალ ოფისში გადასვლა გადაწყვიტა.  როგორც ნიკა მელიამ განმარტა,  “ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დღის წესრიგში დადგა უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ”.