თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ფორმულას დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის გამოძიებას ეხმაურება და “ფორმულასთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კეზერაშვილი უარს ამბობს ტელეკომპანია ფორმულას საკონტროლო პაკეტზე და წილის ნახევარს კოლექტივს გადასცემს. მისივე თქმით, ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ ტელეკომპანიის კოლექტივს დარჩენილ წილსაც გადასცემს.