შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მოქალაქეები საფლავებზე გასვლას ისევ ვერ ახერხებენ. საოკუპაციო საზღვარი 2008 წლის შემდეგ ჩაკეტილია. ადგილოვრივები ბერბუკის ახალ სასაფლაოზე შეიკრიბნენ. როგორც დევნილები ჰყვებიან, მათი საფლავები, წლებია მიტოვებულია და საოკუპაციო რეჟიმი გამონაკლისს არც სააღდგომო დღეებში უშვებს.