პარლამენტში მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კენჭისყრა ხვალ, 18 აპრილს გაიმართება. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, საკითხთან დაკავშირებით 50 დეპუტატი ინფორმირებულია და მუშაობა მიმდინარეობს, რომ 50-ვე მათგანი გამოცხადდეს პარლამენტში.
პარლამენტის რიგგარეშე სესია, რომელზეც მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უნდა განეხილათ, 11 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა ნაციონალური მოძრაობის ორი დეპუტატი – ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ, ოპოზიცია კი ხმებს ვერ აგროვებდა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულეს. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ხვალინდელ სხდომას დაესწრებიან.