ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. ნიკა მელიასა და მისი თანამოაზრეების გადაწყვეტილებას, ახალი ოფისის გახსნის საკითხს, პარტიის თავჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აკრიტიკებს. ხაბეიშვილი მისივე პარტიის წევრებს მოუწოდებს შეეგუონ ჩატარებული არჩევნების შედეგებს. ლევან ხაბეიშივლი ამბობს რომ თუ ვინმეს თავისი პარტია სურს,ეს მათი საქმეა და ამის კონსტიტუციური უფლებაც აქვთ.
ლევან ხაბეიშივლის წინამორბედის, ნიკა მელიას მიერ ახალი ოფისის გახსნის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში, ეწერა, რომ ის, რასაც მელია და მისი მხარდამჭერები აკეთებენ, სეპარატიზიმია.
არის თუ არა ახალი ოფისის გახსნა ახალი პარტიის შექმნის წინაპირობა -ეს ჯერ უცნობია. ყოფილი თავმჯდომარე და მისი თანამოაზრეები “ნაციონალურ მოძრაობას” არ დატოვებენ. აანონსებენ პარტიის გაჯანსაღებას, რისთვისაც ცენტრალური ოფისის ნაცვლად, უკვე ახალი მისამართიდან იბრძოლებენ.