“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში არ ყოფილა” | 14.04.2023

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ბოლო პერიოდში ამ კუთხით განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში არ ყოფილა. ამის შესახებ განცხადება “ვივა მედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ გააკეთა.  მისი თქმით, განმეორებით ჩაატარეს კვლევა მძიმე მეტალებთან დაკავშირებით, რომელიც გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში. ექიმი ამბობს, რომ მიიღეს პასუხი, რომლის მიხედვითაც მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ.