მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ბოლო პერიოდში ამ კუთხით განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში არ ყოფილა. ამის შესახებ განცხადება “ვივა მედის” კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ გააკეთა. მისი თქმით, განმეორებით ჩაატარეს კვლევა მძიმე მეტალებთან დაკავშირებით, რომელიც გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში. ექიმი ამბობს, რომ მიიღეს პასუხი, რომლის მიხედვითაც მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ.