საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობის ინტენსივობა ძალიან მაღალია. რაც შეეხება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთს, მოძრაობა თავისუფალია და ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობისდან გამომდინარე გადაადგილება შენელებულია მხოლოდ ცალკეულ მონაკვეთებზე.
რიკოთზე მოქმედი რეჟიმით, გზაზე შექმნილი ვითარების გამო, უღელტეხილზე სპეციალური რეჟიმია დაწესებული. მსუბუქი ავტომობილები აქ გადაადგილებას მხოლოდ დილის 7-დან საღამოს 7-მდე შეძლებენ. ტრაილერებისთვის და სატვირთო მანქანებისთვის კი რიკოთის გადავლა ნებადართულია მხოლოდ ღამის 9-დან დილის 06:00 სთ-მდე.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მობილიზებული არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, შეუფერხებელი საავტომობილო მოძრაობის უზრუნველსაყოფად და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ.