უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დავით ქუჩუკიანი საქართველოში ჩამოასვენეს | 13.04.2023

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დავით ქუჩუკიანი საქართველოში ჩამოასვენეს.ქართველი მებრძოლი უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებიდან იბრძოდა და 4 აპრილს ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. ქუჩუკიანი ირიცხებოდა თავდაცვის ძალებში და არაერთ სამშვიდობო მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 42 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.