რიკოთის გავლით მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი მოძრაობა აღდგა | 13.04.2023

რიკოთის გავლით მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი მოძრაობა აღდგა. გზაზე შექმნილი ვითარების გამო, უღელტეხილზე სპეციალური რეჟიმია დაწესებული. მსუბუქი ავტომობილები აქ გადაადგილებას მხოლოდ დილის 7:00-დან საღამოს 19:00-მდე შეძლებენ.  ტრაილერებისთვის და სატვირთო მანქანებისთვის კი რიკოთის გადავლა ნებადართულია მხოლოდ ღამის 21:00-დან დილის 06:00 სთ-მდე.  საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მობილიზებული არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, შეუფერხებელი საავტომობილო მოძრაობის უზრუნველსაყოფად და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით,  რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე არაერთი გეოლოგიური და სხვა სახის კვლევა ჩატარდა, მიმდინარე პროცესები კი მთიანი რელიეფისთვის დამახასიათებელია, თუმცა არსებული პროცესების მართვა და მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში წარმოებს.