შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას დაკვირვების სისტემები, მაღალი გამავლობის ავტომანქანები და ავტობუსები გადაეცა. აღჭურვილობის გადაცემა პროექტების – „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, პასუხისმგებლობისთვის და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის – ინტეგრირებული საზღვრის მართვა“ და “საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშირისო ორგანიზაციის ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრით განხორციელდა. აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი – ნიკოლოზ შარაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში – პაველ ჰერჩინსკი და მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში – სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი დაესწრნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მესაზღვრეებს მადლობა გადაუხადა ერთგული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ საზღვრის ინტეგრირებული მართვის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.