პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის კორექტირებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა.
პირის ოლიგარქად ცნობის საკითხს მთავრობის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო გადაწყვეტს – ეს არის ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტში აისახა. კანონპროექტის მეორე მოსმენისას, გაირკვა რომ კორექტირებული კანონპროექტის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო პირის ოლიგარქად ცნობის პროცედურას იწყებს საკუთარი ინიციატივით, ან მთავრობის წევრის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრის, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართვის საფუძველზე.ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ოლიგარქად ცნობილ პირებს პოლიტიკური პარტიების და ასევე, დემონსტარციების დაფინანსება აღარ აეკრძალებათ. ერთადერთი აკრძალვა, რაც ოლიგარქად ცნობილი პირებისთვის იმოქმედებს, მათი პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა იქნება.