მილიარდების თაღლითები, რომლებიც ცხოვრების დანაზოგს მოგპარავენ – რას წერს BBC დავით კეზერაშვილზე | 12.04.2023

“მილიარდების თაღლითები, რომლებიც ცხოვრების დანაზოგს მოგპარავენ” – ამ სათაურით გამოაქვეყნა BBC-იმ ჟურნალისტური გამოძება, რომელიც ე.წ ქოლ-ცენტრების თაღლითურ ქსელს უკავშირდება. სტატიის მიხედვით, გაშიფრულია ძარცვის სქემა, რომლის მიხედვით ევროპელი პენსიონერებისა და რიგითი ინვესტორების მილიარდ დოლარზე მეტი თანხაა მითვისებული. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, დანაშაულებრივ ქსელში ხუთი ქართველი ფიგურირებს მათ შორის ერთ-ერთი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია. BBC-ის ინფორმაციით, სტატიაზე მუშაობისას მათ დაიწყეს საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების შესწავლა სქემაში ჩართული Milton group-ის კომპანიებს შორის კავშირის დასადგენად.  სტატიაში ნათქვამია, რომ ამ პროცესში 5 სახელი გამოიკვეთა – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც მითითებულები იყვნენ როგორც Milton-ის სავაჭრო პლატფორმის ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად. სტატიაში ნათქვამია, რომ კომპანიები, რომელთა დირექტორებად აღნიშნული პირები არიან დასახელებულები, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს უკავშირდება. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად  ისინი ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ.

BBC-ის ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 125 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“.  BBC-ის გამოძიების ცნობით, საჯაროდ არ მოიპოვება დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილის ოფშორული კომპანიების ქსელთან კავშირს დაადასტურებდა, თუმცა, გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ე.წ. პანამის დოკუმენტებში მისი სახელი ფიგურირებს, როგორც ზოგიერთი კომპანიის დამფუძნებელი ან აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი. BBC ვარაუდობს, რომ კეზერაშვილი ამ ქსელის ხელმძღვანელია.  სტატიის მიხედვით კეზერაშვილი ფლობს კიევში საოფისე შენობას, რომელშიც განთავსებული იყო თაღლითური ქოლცენტრი „ევერ ეფიქსი“ და ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობდნენ იმ ფირმებს, რომელთა ოფისებიც ნოემბერში პოლიციამ გაჩხრიკა. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კეზერაშვილი ანალოგიურ ოფისებს თბილისშიც ფლობს.  სტატიაში  ასევე  ნათქვამია, რომ კეზერაშვილი ხშირად ახდენს თაღლითური სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაციას სოციალური ქსელის პირად ანგარიშებზე.

“ჩვენ დავიწყეთ საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორატიული დოკუმენტების შესწავლით მილტონის ჯგუფის კომპანიებს შორის კავშირების დადგება. გამოჩნდა ხუთი სახელი, რომლებიც იდენთიფიცირებულნი იყვნენ Milton-ის სავაჭრო პლატფორმების დირექტორებად ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების სიაში – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიამინი. Panama Papers-ის გამოძიებაში ჩავრთეთ 5 სახელი და გვარი , 2016 წლის მასიური გაჟონვა, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ოფშორული კომპანიები, აღმოვაჩინეთ, რომ ოთხი მათგანი – ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიამინი – ეს ადამიანები იყვნენ ნახსენები, როგორც  დირექტორები ან უფროსი ფიგურები რომლებიც  დაკავშირებული იყვნენ ოფშორული კომპანიების ან შვილობილი კომპანიების ჯგუფებთან. არა-მილტონური ჯგუფის კომპანიებმა გარკვეული გზებით დაგვაყენა ერთი ფიგურის გზაზე. –  ეს დავით კეზერაშვილია, საქართველოს მთავრობის ყოფილი წარმომადგენელი, რომელიც ორი წლის განმავლობაში მსახურობდა ქვეყნის თავდაცვის მინისტრად.  კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მოგვიანებით დაუსწრებლად გაასამართლეს სახელმწიფო თამხების- 5 მილიონ ევროზე მეტის გაფლანგვისთვის.  ნასამართლეობის დროს ის ლონდონში ცხოვრობდა და დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს მოთხოვნაზე მისი ექსტრადიციის შესახებ უარი განაცხადა.  არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს აკავშირებდა მილტონამდელ ქსელთან, მაგრამ როდესაც ჩვენ გადავხედეთ პანამის დოკუმენტებს, მისი სახელი ისევ გაჩნდა, სადაც ის იდენთიფიცირებული იყო, როგორც მშობელი კომპანიის დამფუძნებელი, ან კომპანიის ერთერთი მეწილე. კულისებში კეზერაშვილი იმ ქსელის ცენტრში ჩანდა. როდესაც საქმე მილტონის ჯგუფს ეხებოდა, ასევე არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან აკავშირებდა და არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მას რაიმე პირდაპირი ფინანსური ინტერესი ჰქონოდა Milton-ის ბრენდებთან.  მაგრამ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული. დავით კეზერაშვილი ხშირად უწევს რეკლამას თაღლითური სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაციას სოციალურ მედიის პირად ანგარიშებზე. ბიზნეს ქსელის საიტზე LinkedIn-ზე მან გამოიყენა თავისი ანგარიში თითქმის ექსკლუზიურად სამუშაო ადგილების პოპულარიზაციისთვის და მილტონთან დაკავშირებული კომპანიების შესახებ პოსტების ინფორმაციის გასაზიარებლად,” – BBC–ის საგამოძიებო სტატია.