BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის მთავარ ფიგურანტად დავით კეზერაშვილია დასახელებული, შეფასებები მოჰყვა თბილისში. ერთ-ერთი პირველი ვინც ამ საკთხზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარეა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოს უნდა გადმოეცეს და დავით კეზერაშვილმა სწორედ აქ უნდა მოიხადოს სასჯელი.
“ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა კი კელი დეგნანს მიმართავს და კეზერაშვილის დასანცირებას სთხოვს. ირაკლი ზარქუა თაღლითურ სქემაში არც ევროპარლამენტარების შესაძლო თანამონაწილეობას გამორიცხავს.
“ნაციონალურ მოძრაობაში” კი ამბობენ, რომ სამთავრობო პროპაგანდას სურს ამ თემით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გადაფაროს, როგორიც არის მოსამართლეთა სანქცირება, რიკოთზე არსებული პრობლემა და კენიაში ივანიშვილის ბაობაბებთან დაკავშირებული სკანდალი.