საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით იბარებს. განცხადება, რომელსაც 9 ოპოზიციონერი დეპუტატი უერთდება, პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააჟღერა. მისი თქმით, ვახტანგ გომელაურთან კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, დაისაჯა თუ არა რომელიმე სამართალდამცავი 7-8 მარტის აქციებზე ადამიანებზე ძალადობის გამო.