სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგში საჩივარი გაიგზავნა- რას ითხოვს ექსპრეზიდენტი | 11.04.2023

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა – ინფორმაციას გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე პოლონეთიდან ავრცელებენ. საჩივრის დეტალებთან და შინაარსთან დაკავშირებით, დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე, ისინი არ საუბრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი ითხოვს მისი დარღვეული უფლებების აღდგენასა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სასჯელის გადავადებას.