ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის პირველადი გეგმა წარადგინა, როგორი უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულება. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს გამოწვევების შესახებ, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს. მინისტრის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით შესაბამისი ექსპერტების მხრიდან საბოლოო დასკვნებს ელოდებიან. მედიკოსები კი ფიქრობენ, რომ მათმა პროტესტმა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს.