ირაკლი ღარიბაშვილის ღია მხარდაჭერა დასანქცირებულ მოსამართლეებს | 10.04.2023

ირაკლი ღარიბაშვილი ქართული სასამართლოთი ამაყობს და მოსამართლეებს სრულ მხარდაჭერასაც უცხადებს. ეს იყო პრემიერ-მინისტრის პირველი გამოხმაურება მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით. პრემიერი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრა უზენაეს სასამართლოში გაიმართა. აუდიენციის დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ქართველი მოსამართლეების დასანქცირების შესახებ, კითხვის ნიშნებს უჩენს. როგორც ჩანს, პრემეირ-მინიტრისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.

პრემიერ-მინისტრსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის შეხვედრის დასრულების შემედეგ განცხადება სანქიცრებულმა მოსამართლემ ლევან მურუსიძერმაც გააკეთა. სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ თქვა, რომ ბრძოლისთვის მზად არიან და დაწესებული სანქციების არ ეშინიათ.

ეს პრემიერ-მინისტრისა და მოსამართლეების პირველი საჯარო შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც ქართველ მოსამართლეებს სანქციები დაუწესდათ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი “კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო” ასანქციებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხელ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვა დაუწესდათ და ამერიკაში შესვლა აეკრძალათ. 5 აპრილს გასაჯაროებულ გადაწყვეტილებას ხელს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აწერს.