რას ამბიბს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი „ამერიკის ხმასთან“ მოსამართლეების დასანქცირებაზე | 07.04.2023

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ანონიმურობის პირობით, „ამერიკის ხმასთან“ იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც, სახელმწიფო დეპარტამენტმა, 4 ქართველ მოსამართლეს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ამერიკის ხმასთან საუბარში განმარტავს, რომ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახებისთვის ამერიკაში მოგზაურობის აკრძალვა პოლიტიკური გადაწყვეტილება არაა და ის საქართველოს დასჯას  არ ისახავს მიზნად.

“როდესაც მთავრობის ოფიციალური პირები შემჩნეული არიან მნიშვნელოვან კორუფციაში და ამის დამამტკიცებელი სანდო ინფორმაცია არსებობს, ამ პირებს ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აკრძალვა ეხება მათი ოჯახის წევრებსაც, მეუღლეებს და შვილებს. ეს სავალდებულო უფლებამოსილებაა, რომელიც სავალდებულო 5-6 წლის წინ გახდა. ის მიზნად ისახავს კორუფციის შეკავებას და მასზე პასუხიმგებლობის დაკისრებას. პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ვიზის შეზღუდვა პოლიტიკური გადაწყვეტილება არაა. როგორც ჩემი კოლეგები დაადასტურებენ, როდესაც სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია უცხოელი თანამდებობის პირების მიერ მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის შესახებ, ჩვენი კონგრესი გვავალდებულებს, რომ ამ პირებს ავუკრძალოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა“. სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტირება ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, რომლისკენაც ევროკავშირი “ქართულ ოცნების” მთავრობას მოუწოდებდა. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ეს ქმედება წაახალისებს “ქართულ ოცნებას”, რომ გამოიძიოს და აღმოფხრვას კორუფცია, რომ გაატაროს საჭირო რეფორმები, რათა გარანტირებული იყოს მიუკერძოებელი სასამართლო და რომ ეს მოხდეს ინკლუზიურად – ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი,” – სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ინტერვიუ „ამერიკის ხმასთან“.