მთავარი რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებაა – ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევთან | 07.04.2023

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.  მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.  შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  მრავალი წლის განმავლობაში, საქართველომ აზერბაიჯანთან ერთად განახორციელა ისტორიული მნიშვნელობის პროექტები.  პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ოფიციალური შეხვედრის ერთ-ერთი თემა მსოფლიოში არსებული გამოწვევა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იყო. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავარი რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებაა.