ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, „მესაზღვრეები“ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ სამეგრელოს რეგიონიდან აფხაზეთში დაბრუნდნენ. ადგილობრივები ამბობენ იმასაც, რომ საბერიო-ფახულანის გამყოფ ხაზთან ე.წ გამშვები პუნქტი ორმხრივად ჩაკეტეს და სავარაუდოდ შეზღუდვები 11 აპრილამდე იმოქმედებს.