“დროა სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა,” – ასე ეხმაურება სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას. მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებულია, თუმცა მისასალმებელი.
“დროა სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა. დღევანდელი გადაწყვეტილებები დიდი ხნით დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან მისასალმებელია. მე გავაგრძელებ ქართველი ხალხის სურვილების მხარდაჭერას, გადავიდნენ უფრო დემოკრატიულ და გამჭვირვალე მომავალზე,” – ჯიმ რიშის განცხადება twitter-ზე
ოთხი მოსამართლის მიმართ დაწესებული სანქციების შემდეგ ენტონი ბლინი ტელეგრამზე წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით დგას.
ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დევიდ კრამერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ქართული სასამართლო კლანის ლიდერებისთვის სანქციების დაწესებაზე ისაუბრა. როგორც კრამერი ამბობს,რომ ეს მკაფიო სიგნალია მათთვის, ვინც ანტი-დემოკრატიულ საქმიანობაშია ჩართული.
უკრაინის პარლამენტის ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია ტელეგრამზე ჩინჩალაძის, მურუსიძის, შენგელიას და ცერცვაძის დასანქცირებას ეხმაურება. წერს, რომ ეს არის ბოლო გაფრთხილება ივანიშვილისთვის.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებს, ქართული მართლმსაჯულების სისტემის ოთხ მაღალი რანგის მოსამართლის დასანქცირებაზე დამატებითი განმარტებები ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გააკეთა. დეგნანი ამბობს, რომ ამ მოსამართლეებმა თავიანთი ქმედებებით “უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი”, კონკრეტულად კი ეს გააკეთეს “მოსამართლეების მიმართ უკანონონო სარგებლის შეთავაზებით, ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები”.