ნატოსკენ გზაზე უკრაინა უკომპრომისო იქნება და მიხარია, რომ ამ გზაზე ჩვენთან პოლონეთია – ზელენსკი | 05.04.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდნენ.  ეს ზელენსკის პირველი ოფიციალური ვიზიტია ვარშავაში მას შემდეგ რაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

პრეზიდენტის სასახლეში, ანჯეი დუდამ ვოლოდიმირ ზელენსკი “თეთრი არწივის ორდენით” დააჯილდოვა.