ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში – ანჯეი დუდამ ის “თეთრი არწივის ორდენით” დააჯილდოვა | 05.04.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდნენ.  ეს ზელენსკის პირველი ოფიციალური ვიზიტია ვარშავაში, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

პრეზიდენტის სასახლეში, ანჯეი დუდამ ვოლოდიმირ ზელენსკი “თეთრი არწივის ორდენით” დააჯილდოვა.