ფინეთი უკვე ოფიციალურად NATO-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა | 04.04.2023

ფინეთი უკვე ოფიციალურად NATO-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დაასრულა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა.  ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და ნატო-ს უფრო ძლიერს გახდის“.  ფინეთის ალიანსში გაწევრიანების აღსანიშნავად, ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე ფინეთის დროშაც აღიმართა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე.  ცნობისთვის, ფინეთმა ნატოში შესვლა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა. მანამდე, ქვეყანა თითქმის 70 წლის განმავლობაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა.

ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი გამოეხმაურა. დიმიტრი პესკოვის განცხადებით,ფინეთის NATO-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფაა.