სალომე ზურაბიშვილი ფინეთს ნატო-ს წევრობას ულოცავს | 04.04.2023

საქართველოს პრეზიდენტი ფინეთს ნატო-ს წევრობას ულოცავს. როგორც სალომე ზურაბიშვილი  წერს, ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

„ფინეთი ნატოს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. ვულოცავ ფინეთს. ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.