სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო – კობახიძე | 04.04.2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პრეზიდენტის წინააღმდეგ.   ირაკლი კობახიძის განცხადებით,  სალომე ზურაბიშვილი  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო. მისივე თქმით,  პრეზიდენტმა, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში მოხსენების დროს, პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს.