გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება – პაველ ჰერჩინსკი | 04.04.2023

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მისი თქმით, სტატუსის მინიჭება არ იქნება საბოლოო შედეგი და ქვეყანას მეტი მუშაობა დასჭირდება, რათა ევროკავშირის წევრი გახდეს.

ელჩმა უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკას, მარტში გამართული აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლასთან დაკავშირებით.