ლევან იოსელიანმა 2022 წლის ანგარიში და ახალი მოადგილეები წარადგინა | 03.04.2023

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა – ამის შესახებ, ლევან იოსელიანმა 2022 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ შემაჯამებელი ანგარიშის წარადგენის დროს ისაუბრა.  ომბუდსმენის 347 გვერიდან  ანგარიშში საუბარი იყო იმ ძირითად გამოწვევებზე, რაც მიმდიარე წელს ქვეყანას ჰქონდა. მათ შორის იყო – ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, პოლიტიკური პატიმრების არსებობა, ჯანდაცვის სისტემაში არსებული  გამოწვევები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული გამოწვევები,  იუსტიციის უმარლესი საბჭოს რეფორმა, რუსული კანონის ინიცირება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის არ არსებობა, მედია თავისუფლების შეზღუდვა, მშვიდობიანი აქცია შეკრებების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის 5 ივლისის მოვლენები, საარჩევნო უფლებების დაცვა, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების მიმართ განხორცილებული  უკანონო ქმედებები, ფემიციდის შემთხვევები, შშმ პირთა უფლებების დაცვა და მათთვის ინკლუზირი განათლების უზრუნველყოფა, ეროვნული უმცირესობების სიკდრიმინაცია და სხვა.

სახალხო დამცველმა ახალი მოადგილეები წარადგინა. როგორც ლევან იოსელიანმა  აღნიშნა, მისი მოადგილეები იქნებიან ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე. ამასთან, ირკვევა, რომ სახალხო დამცველის ერთ-ერთი მოადგილე, თავისივე   ყოფილი პარტიის „მოქალაქეების“, ხელმძღვანელის, ალეკო ელისაშვილის დისშვილია.