პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტზე, რომელსაც აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები ესწრებოდნენ, ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებას, რომ მშობლებს სურდათ კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსულიყვნენ. მან კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძეს მოუწოდა, საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეეტანა, რაზეც ლომინაძემ უთხრა, რომ განსახილველი საკითხები უკვე დამტკიცებული იყო. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მშობლებთან აღნიშნულ საკითხზე მას შემდეგ გაისაუბრებენ, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ.ლომინაძის აღნიშნული განცხადების პარალელურად, მას ანა წითლიძე რეპლიკებით მიმართავდა, რის გამოც კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიცონერ დეპუტატს უთხრა, რომ თუ არ გაჩუმდებოდა,დარბაზს დაატოვებინებდა.
მანამდე, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. უიშვიათესი დიაგნოზის მქონე ბავშვებისათვის, მედიკამენტის შეძენის მოთხოვნით, მათ კანცელარიას ოფიცილაური წერილით მიმართეს. ადგილზე შეკრებილი მშობლების განცხადებით, ისინი უნდობლოაბას უცხადებენ ჯანდასვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მინსიტრ ზურაბ აზარაშვილს და დახმარებას უშუალოდ პრემიერს სთხოვენ. ამბობენ, რომ უკვე წელიწადზე მეტია, ყველა ფორმით ითხოვენ დახმარებას, თუმცა, სასურველი შედეგი ჯერ არ დამდგარა.