სალომე ზურაბიშვილმა ყოველწლიური ანგარიშის 40 წუთიანი მოხსენების ძირითადი დრო ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო. სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ მათ მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები, არა ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვას, არამედ საკუთარი ძალაუფლების გამყარებას ემსახურებოდა.
სალომე ზურაბიშვილს საკანონმებლო ორგანოში არ მიესალმნენ საპარლამენტო უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები.
პრეზიდენტმა 2012 წლიდან დღემდე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები გაიხსენა და ხელისუფლებას უთხრა, რომ საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს დაიწყო, როდესაც ქართულ პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილმა დატოვა. პრეზიდენტის თქმით, აქ იწყება დიდი გაუგებრობა იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე. ზურაბიშვილის თქმით, ეჭვები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, პირველად 2019 წელს გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ გაჩნდა.
სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი სასამართლო რეფორმის განხორციელება “ჩიხშია შესული”. პრეზიდენტმა “ქართულ ოცნებას” მიმართა და უთხრა, რომ მათ არ გაურღვევიათ ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ. პრეზიდენტის შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები.
საქართველოს პრეზიდენტმა, რიგგარეშე სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ უკრაინასთან მიმართებით ვერც დიპლომატია, ვერც გონიერება და ისტორიული სოლიდარობა გამოვიჩინეთ. ზურაბიშივლმა დღეს განაცხადა, რომ 2010 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს პრეზიდენტი 18 აპრილს ევროპარლამენტს სიტყვით მიმართვას.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე, ერთ ენაზე საუბრობენ. მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ რამდენსაც არ უნდა ეცადონ, გაავრცელონ “მეორე ფრონტის” კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს. ზურაბიშივლმა გაიხსნება ლუკაშენკოს ვიზიტი და თქვა, რომ მან ოკუპაციის კანონი დაარღვია.
სალომე ზურაბიშივლის გამოსვლას საკანონმდებლო ორგანოში მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ასევე, სასულიერო პირები უსმენდნენ. 31 მარტი სალომე ზურაბშივლმა მოხსენებისთვის სიმბოლურად შეარჩია რადგან – 1991 წლის 31 მარტი რეფერენდუმის დღეა როდესაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა ქვეყნის დამოუკიდებლობას.